ახალი ამბები

სოხუმთან მოლაპარაკებებში ალასანიას პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსი ექნება

დღეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა განმარტა, რომ ირაკლი ალასანია აფხაზურ მხარესან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით.


“და არა, როგორც აფხაზეთის [ლეგიტიმური] მთავრობის თავმჯდომარე“, განუცხადა “რუსთავი 2“–ს გელა ჩარკვიანმა.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ თებერვალში მას შემდეგ,  რაც ალასანია აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დაინიშნა, გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება, რადგან ალასანია გასული წლის სექტემბრიდან აფხაზეთის დევნილ მთავრობას ხელმძღვანელობს.


პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნა შეხვდეს სერგეი ბაღაფშს.


“პრეზიდენტი მიესალმება აფხაზური მხარის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას პრეზიდენტ სააკაშვილისა და სერგეი ბაღაფშის შეხვედრის თაობაზე“,  განაცხადა 24 მარტს გელა ჩარკვიანმა. 

მსგავსი/Related

Back to top button