
ახალი ამბები
ქართული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს
მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაიწყო ქართულ-რუსულ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობს.
განიხილება საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის დელიმიტაციის, კონფლიქტების მოგვარების და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები.
მოლაპარაკებები 25 მარტს დასრულდება.