ახალი ამბები

სააკაშვილი მუსულმანური ნოვრუზის დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუსულმანური რელიგიის ერთ-ერთი დღესასწაულის ნოვრუზის დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ პარლამენტს შესაბამის კანონპროექტს წარუდგენს.


“ჩვენს ქვეყანაში ბევრი ოფიციალური დღესასწაული აღინიშნება, მათი უმეტესობა ქრისტიანულია. მე მინდა რომ, საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ნოვრუზი დასვენების დღედ გამოცხადდება“, განაცხადა 21 მარტს პრეზიდენტმა საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს. 


 

Back to top button