ახალი ამბები

პარლამენტი სასამართლო რეფორმის ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებებს მოგვიანებით დაუბრუნდება

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება, მოგვიანებით განიხილავს. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ცვლილებების პროექტი გაიმიჯნა პარლამენტის რიცხოვნობის 150-მდე შემცირების თემისაგან. პრეზიდენტის ინიცირებულ თავდაპირველ ვარიანტში ორივე ეს საკითხი ერთ პროექტში იყო გაერთიანებული.


სასამართლოს ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის ვენეციის კომისიის, მოსაზრებები.


“ჩვენ ცოტა ხანში დავუბრუნდებით საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც სასამართლო სისტემის ძალიან სერიოზულ რეფორმას ეხება, თუმცა სავარაუდოდ მასში აღარ იქნება გათვალისწინებული მოსამართლეთა დათხოვნის საკითხი”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის იურიდიული კომიტეტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.


ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტებმა უარყოფითად შეაფასეს ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვადამდე დათხოვნას ეხებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button