ახალი ამბები

მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ნოღაიდელმა 17 თებერვალს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად.  სავარაუდოდ, პარლამენტი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს,  მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.


ცვლილებები მთავრობაში 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას უცაბედ გარდაცვალებას მოჰყვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ხდება მთავრობის შეცვლა.

მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებები განხორციელდება: საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ზურაბ ნოღაიდელს შეცვლის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კემულარია იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გახდება, ხოლო იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს.


დანარჩენი მინისტრები შეინარჩუნებენ თავიანთ თანამდებობებს:


ვანო მერაბიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
სალომე ზურაბიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი;
ალექსი ალექსიშვილი – ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი;
კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
გოკა გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი;
ეთერ ასტემიროვა – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
გოგა ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ზინაიდა ბესტაევა – სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში;
გიორგი ბარამიძე – სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
კახა ბენდუქიძე – სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
 

მსგავსი/Related

Back to top button