ახალი ამბები

ლავროვი დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე თავის უარს განმარტავს

ერევანში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას 16 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თბილისში დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობაზე უარის თქმის შესახებ განმარტება გააკეთა.  მისი თქმით, უარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის საშუამავლო როლმა განაპირობა.


“ამგვარი საზოგადოებრივი ღონისძიება ვერ შექმნის შესაფერის გარემოს კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისთვის“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ლავროვის გადაწყვეტილებას “არამეზობლური ჟესტი“ უწოდა. შედეგად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი „ოფიციალურიდან“ „სამუშაო ვიზიტად“ გადაიქცა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ლავროვის განცხადება არის აშკარა დემონსტირება იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს.  

Back to top button