
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს
დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც პარლამენტის რიცხოვნობის 150 დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, პროპორციული სისტემით აირჩევა 100 და მაჟორიტარული სისტემით 50 დეპუტატი.
“იმისათვის, რომ ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკური კონიუქტურის განსასაზღვრი არ გახდეს რამდენი მაჟორიტარი და პროპორცილი წესით არჩეული დეპუტატი იქნება პარლამენტში, კონსტიტუციაში კონკრეტულად დაფიქსირდება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი”, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრია.
235 წევრიანი პარლამენტის 150-მდე შემცირება 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგმა განსაზღვრა.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის მიხედვით ეს გადაწყვეტილება მოქმედი “პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე” ამოქმედდება.