ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთს კონკრეტულ წინადადებებს შევთავაზებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებში საუბრისას განაცხადა, რომ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტიდან საქართველო რაიმე დადებით შედეგს არ ელოდება.


“არა მგონია, რომ მოლაპარაკებებიდან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდოთ, ეს იქნებოდა გაზვიადებული, თუ მხედველობაში მივიღებთ არსებულ სიტუაციას [რუსულ-ქართულ ურთიერთობებში]”, განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ქართული მხარე მომდევნო სამ თვეში კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს რუსეთს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. “თუ საქართველო და რუსეთი უახლოეს მომავალში არ დაადგებიან ურთიერთობების ნორმალიზების გზას, უაზრობა იქნება ჩარჩო ხელშეკრულებაზე ან სხვა რამეზე საუბარი“, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ზურაბიშვილის განცხადებას წინ უძღოდა თბილისში 10-11 თებერვალს გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანისა და ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე. 


 

მსგავსი/Related

Back to top button