ახალი ამბები

ფოთის ახალი მერი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, ვანო საღინაძე ფოთის ახალი მერის თანამდებობაზე დაინიშნა.


მანამდე ვანო საღინაძეს ფოთის საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.


ფოთის ყოფილი მერი ვახტანგ ალანია 18 დეკემბერს უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ 2006 წლიდან ქალაქის მერების დანიშვნა არჩევითობის პრინციპით შეიცვლება. “პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, მაგრამ უნდა მოხდეს მერების არჩევა”, განაცხადა მან.


მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თბილისის და ფოთის საკრებულოების წევრთა მიერ მერების არჩევნების ინიციატივით გამოვიდნენ.   

Back to top button