ახალი ამბები

ლავროვი ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე დაყრდნობით საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვაზე საუბრობს

რუსულ ჟურნალ “იტოგი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა მოიშველია და განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია იზღუდება. მას ამ მაგალითით სურდა დასავლეთის რუსეთისადმი მიკერძოებული შეხედულების ილუსტრირება მოეხდინა.

კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს იგი ამერიკის კრიტიკაზე, რომელიც რუსეთში გუბერნატორების არჩევითობის დანიშვნით შეცვლას მოჰყვა, ლავროვმა განაცხადა:

“კრიტიკა, რომლის შესახებაც მე გავიგე, ძირითადად იმ თეზისის გარშემო ტრიალებს, რომ გაუქმდა გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები და სანაცვლოდ ავტორიტარული დანიშვნის სისტემა იქნა შემოღებული, რაც, როგორც იცით, არ არის მართალი. მაგალითად, ვენეციის კომისიამ გაანალიზა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური რეფორმები … დასკვა ნათელია: განხორციელებული ცვლილებები რუსეთის კონსტიტუციას და ფედერალიზმის პრინციპებს შეესაბამება.


სხვათაშორის, რაღაც მიზეზების გამო დასავლეთმა არ მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დარღვევების თაობაზე. არც ისე დიდი ხნის წინ კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება ევროპის საბჭოს მისიის საქართველოში ვიზიტის შედეგების შესახებ, სადაც სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული დემოკრატიული თავისუფლებების, მათ შორის სიტყვის თავისუფლების, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე თბილისისთვის აჭარის ავტონომიური სტატუსის აღდგენის თაობაზე მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის კუთხით, რომელიც [ავტონომია] ევროპის საბჭოს შეხედულებით, ფაქტიურად გაუქმებულია“.     

Back to top button