
ახალი ამბები
მემარჯვენე ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ნოღაიდელი საპარალამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიცია -მრეწველები, ახლების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დეპუტატებმა გააპროტესტეს საქართველოში დაწყებული პრივატიზაციის პროცესი, საგადასახადო კოდექსი და ბიუჯეტი, ასევე ზურაბ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი მთავრობის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 17 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.
დღესვე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.