ახალი ამბები

ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დადასტურდა

პრეზიდენტ სააკაშვილთან 9 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, კერძოდ საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა დაადასტურეს ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. 


კერძოდ, საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ზურაბ ნოღაიდელს შეცვლის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. ეს უკანასკნელი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად წარადგინა. კოტე კემულარია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი გახდება, შეცვლის რა გიორგი პაპუაშვილს ამ თანამდებობაზე; ეს უკანასკნელი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.


ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება საქართველოს ახალი ელჩი რუსეთში.

მსგავსი/Related

Back to top button