ახალი ამბები

გამყრელიძე: პრეზიდენტი აიძულეს ნოღაიდელის კანდიდატურა წარედგინა

“მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტი აიძულეს ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა დაესახელებინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


“მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტსა და ბურჯანაძეს შორის ვალერი ჩეჩელაშვილის კანდიდატურა იყო შეთანხმებული, თუმცა ყოფილი “გაერთიანებული დემოკრატების” მხრიდან შანტაჟის შემდეგ, პრეზიდენტი იძულებული გახდა ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურას დათანხმებოდა”, განაცხადა დავით გამყრელიძემ.


9 თებერვალს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლოს პრეზიდენტთან სხვა კანდიდატურაზე იყო საუბარი და ამდენად, მისთვის მოულოდნელი იყო ნოღაიდელის დასახელება. “მე ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის წინააღმდეგი ვიყავი”, განაცხადა ბურჯანაძემ.


დავით გამყრელიძის განცხადებით, “მემარჯვენე ოპოზიცია” არ აპირებს მხარი დაუჭიროს ზურაბ ნოღაიდელს. “რადგან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია”, დასძენს გამყრელიძე.

მსგავსი/Related

Back to top button