ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წამყვანი დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილს 9 თებერვალს კანცელარიაში ხვდებიან. ამ შეხვედრამდე საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში თათბირობდა.


ახალი კანდიდატურის წარდგენამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. პარლამენტის თავმჯოდმარემ ნინო ბურჯანაძემ 9 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, “მე წინააღმდეგი ვიყავი ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის”.


თუმცა, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ნოღაიდელის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


“მე მხარს დავუჭერ ნოღაიდელს. თუმცა მან უნდა გაიაზროს, რომ მხარს ვუჭერთ და თავის მხრივ უარი თქვას იმ სიხისტეზე, რომელიც მას ახასიათებს”, განუცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის წინ.

Back to top button