ახალი ამბები

ბურჯანაძე: მე ნოღაიდელის კანდიდატურის წინააღმდეგი ვიყავი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელება. მისი თქმით, პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების დროს სხვა კანდიდატურა იხილებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს “სხვა კანდიდატურა”, რომელიც ასევე პრეზიდენტის შეთავაზებული იყო, არ დაუკონკრეტებია.


“ნოღაიდელის დასახელება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრად დასახელების მისი პირადი თვისებების გამო”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


მისი თქმით, ნოაღაიდელის ეს თვისებებია  – სიჯიუტე, სიხისტე, არაკომუნიკაბელურობა,  დეპუტატებთან ურთიერთობაში პრობლემების შექმნა.


“ნოღაიდელს პრემიერ-მინისტრის ზღურბლის გადაბიჯებისას მოუწევს ამ თვისებებზე უარის თქმა, რადგან პრემიერ-მინისტრმა კი არ უნდა შექმნას კონფლიქტი იმ ხალხთან, ვისთანაც მუშაობა მოუწევს, არამედ კონპრომისებზე წასვლა უნდა შეეძლოს”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აქვე დასძინა, რომ მათ, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს ნოღაიდელის კანდიდატურას, “არანაკლებად იციან ნოღაიდელის ეს თვისებები, რომელიც მისი ფინანსთა მინისტრობის დროს ზოგჯერ კარგიც იყო, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ გამოაგდება”.


 

Back to top button