ახალი ამბები

“რუსთავი 2” სამთავრობო ცვლილებების თაობაზე იტყობინება

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა 9 თებერვალს იმ ცვლილებების შესახებ გადმოსცა, რომლებიც ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობისას არის მთავრობაში მოსალოდნელი.


ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას შესთავაზებენ, რომელიც აქამდე ნოღაიდელს ეკავა. კოტე კემულარია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს; იგი ამ თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილს შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ გარემოს დაცვის მინისტრი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოიაზრება ასევე განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გაუქმდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.


ტელეკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს შეცვლის.


თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.   

მსგავსი/Related

Back to top button