ახალი ამბები

უსუფოვის ოჯახი უბედური შემთხვევის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად 3 თებერვალს გარდაცვლილი რაულ უსუფოვის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ინფორმაციას ორივე პიროვნების გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოწამვლის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესი“ 7 თებერვალს.


რაულ უსუფოვის მამას, იაშირ უსუფოვს ეეჭვება, რომ მისი შვილი იმ ბინაში
გარდაიცვალა, სადაც გვამები იპოვეს. მან უარყო ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისმა შვილმა იქირავა ბინა და დასძინა, რომ საერთოდ არაფერი იცოდა ამის თაობაზე.


ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები იპოვეს, რაულ უსუფოვმა რამდენიმე თვის წინ იქირავა. ეს უკანასკნელი სულ მალე ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე უნდა გამხდარიყო.

Back to top button