ახალი ამბები

პოლიცია გორის ტერაქტში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 თებერვალს იმ ორი პიროვნების ფოტორობოტები გაავრცელა, რომელთაც სავარაუდოდ გორში 1 თებერვალს მომხდარ აფეთქებასთან  კავშირი აქვთ.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 თებერვალს ჟურნალისტებს გორის ტერორისტული აქტის გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო.


მისი თქმით, ავტომობილი – ვაზ 21011, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული, დაუდგენელმა პიროვნებამ, სავარაუდოდ შიდა ქართლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, გასული წლის დეკემბერში შეიძინა 700 აშშ დოლარად.


მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მანქანა გორის პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანა, სადაც შემდეგ აფეთქება მოხდა. მერაბიშვილის განცხადებით, პოლიცია ამ ორ ადამიანს ეძებს, რომლებიც დაახლოებით 30-35  წლის ასაკისანი არიან.

Back to top button