ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ლიტვაში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 7 თებერვალს ლიტვაში გაემგზავრა.


იგი მოლაპარაკებებს გამართავს თავის ლიტველ კოლეგასთან ანტანას ვალიონისთან,  ლიტვის პრეზიდენტთან ვალდას ადამკუსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.

მსგავსი/Related

Back to top button