ახალი ამბები

ევროკავშირი ჟვანიას გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს

ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროსო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო.
 
“ნება მომეცით ევროკომისიის სახელით გამოვხატო გულწრფელი წუხილი თქვენი და საქართველოს მოსახლეობისადმი ასეთი ტრაგიკული და მოულოდნელი დანაკარგის გამო“, ნათქვამია ხოსე მანუელ ბაროსოს მიერ  საქართველოს პრეზიდნეტის სახელზე გამოგზავნილ წერილში.
 
დღესვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების სახელით პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ჰოლანდიის ელჩმა ჰარი მოლენაარიმ.
 
“ბატონი ზურაბი იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს აღმშენებლობაში. ჩვენ მას ვიცნობდით, როგორც თავისი ქვეყნის ძალზედ ჭკვიანსა და იმედის მომცემ ლიდერს. ის არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში“, აცხადებს ჰარი მოლენაარი. 

Back to top button