ახალი ამბები

სააკაშვილი კონდოლიზა რაისს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დაურეკა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რათა თანაგრძნობა გამოხატა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.


“პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების კატალიზატორი იყო. იგი იყო დინამიური ლიდერი და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი“, განაცხადა ადამ ერელიმ.


კითხვაზე სჯერა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, ერელიმ განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა იძიებს ამ ფაქტს, თუმცა, ყველა მინიშნება იქითკენ მიდის, რომ ეს სწორედ უბედური შემთხვევა იყო“.    


 

Back to top button