ახალი ამბები

სააკაშვილი: საკუთარ თავზე ვიღებ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხელმძღვანელობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას თავად უხელმძღვანელებს. პრეზიდენტმა მთავრობას მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდა.
 
“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარ თავზე  ვიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხელმძღვანელობას. ვაძლევ განკარგულებას მთავრობის წევრებს , რომ დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმუშაონ ჩვეულ რიტმში, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, სამართალდამცავი ორგანოების და არმიის ყველა უწყებას შეასრულონ თავიანთი მოვალეობები“, განაცხადა 3 თებერვალს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ფუნქციონირებას და შესძლებს წინ აღუდგეს ყველანაირ გაჭირვებას.  “არ დავუშვებთ რაიმე სახის დარღვევებს, დისციპლინის დამრღვევი პასუხს აგებს”, დასძენს სააკაშვილი. 
 

Back to top button