
ახალი ამბები
ბენდუქიძე: ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლის
სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ, საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურს, რომელის ზურაბ ჟვანიას პრემიერ–მინისტრობის დროს იქნა აღებული.
“ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა საქართველოს მთავრობა ბატონ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, კვლავაც გაგრძელდება. ყველა ის საპრივატიზაციო მოლაპარაკება, რომელიც დაწყებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული, შესრულდება სიტყვა–სიტყვით. ყველა ის დაგეგმილი ეკონომიკური მოქმედება, რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკური სისტემის ლიბერალიზაციას გაგრძელებული იქნება”, განაცხადა კახა ბენდუქიძემ.