
ბენდუქიძე მის შესაძლო გაპრემიერებაზე კომენტარს აკეთებს
ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის კახა ბენდუქიძითვის ცნობილი არ არის წარადგენენ, თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას.
“პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მძიმე ტვირთია. მე არ ვიცი ვისი თანაგუნდელი ვარ. ვიცი ჩემი საქმე და ვაკეთებ მას“, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კახა ბენდუქიძემ.
გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, კახა ბენდუქიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად მოიაზრებიან. მასთან ერთად სახელდებიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ან გადადგომიდან 7 დღეში ქვეყნის პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დაასახელებს.