
ახალი ამბები
“ტელეკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი “მეტრომედია“ გახდება
ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსი ალექსიშვილის განცხადებით, 5 მლნ აშშ დოლარად შპს “საქართველოს ტელეკომის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა 51%-ს ამერიკული კომპანია “მეტრომედია“ შეიძენს, რომელიც უკვე ფლობს აქციათა 30%-ს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვა პოტენციურ მყიდველ კომპანიებთან მოლაპარეკებები, “თუმცა 5 მლნ დოლარზე მეტს არც ერთი კომპანია არ იხდიდა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ალექსი ალექსიშვილმა.
ალექსიშვილმა დასძინა, რომ ოფიციალურად ხელშეკრულება ორ კვირაში გაფორმდება.
შპს “საქართველოს ტელეკომი“ 1994 წელს შეიქმნა, მისი საკონტოლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფოა, 30%-ს კი ამერიკული კომპანია “მეტრომედია“, ხოლო 19%-ს კი კვიპროსში დაფუძნებული კომპანია “ბულკომი” ფლობს.