ახალი ამბები

IPAP-ის განხორციელების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობის 2 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისია, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, რომელიც სხვადასხვა უწყებებში საქართველოს ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას.
 
საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით 2004-2005 წლებში გათვალსიწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მოხსენება დღეს მთავრობის სხდომაზე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. მისი თქმით, გეგმა დეტალურად ითვალისწინებს ყველა უწყებაში გასატარებელ რეფორმებს.
 
“IPAP-ი არის კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება არამარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ ყველა უწყების ვალდებულებაა. ეს არის ხელისუფლების ამბიციური ამოცანა, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას“, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 
კონკრეტულად, თუ რა რეფორმებს ითვალისწინებს IPAP-ი, რომელიც  ნატომ 2004 წლის 29 ოქტომბერს დაამტკიცა,  მთავრობა არ აკონკრეტებს.


 

Back to top button