
გამყრელიძე ანტიტერორისტული სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოდის
“მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერი დავით გამყრელიძე შეშფოთებულია რა გორში 1 თებერვალს მომხდარი ტერაქტით აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
იგი ახალი ანტიტერორისტული სტრუქტურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის და თვლის, რომ “უშიშროების სამინისტროს გაუქმება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო”.
“ახალი სტრუქტურის შესაქმენლად სერიოზული თანხები უნდა გავიღოთ“, აცხადებს 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე დავით გამყრელიძე და დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ამ სტრუქტურის სრულყოფილად მუშაობისთვის “არ დაიშურებენ ძალას და ფინანსებს”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 თებერვალს სატელევიზიო მიმართვაში მოუწოდა მოსახლეობას და ყველა პოლიტიკურ ძალას მხარი დაუჭირონ მთავრობის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს.
“მე ვიცი, რომ ჩვენი მტრების მიზნები ვერ შესრულდება. მაგრამ მე მინდა თქვენგან მხარდაჭერა და გაგება იმ საკითხების გადაწვეტაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ანტიტერორისტული ბრძოლის, ჩვენი ანტიტერორისტული სტრუქტურების, ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზის და მთლიანად საზოგადოების გაფრთხილების და კონსოლიდაციისკენ მიმართულ ყველა საჭირო ნაბიჯს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.