ახალი ამბები

გათავისუფლებულ ჩეჩენს “ფარული ექსტრადიციის“ შიში აქვს

ჩეჩენი ეროვნების ასლან ხანჩუკაევი 5 იანვარს პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ორწელიწადნახევარი თბილისში ციხეში გაატარა.


ხანჩუკაევი იმ 13 ჩეჩენს შორის იყოს, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის აგვისტოში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და იარაღის აღმოჩენის გამო დააპატიმრეს. 


2003 წლის ივლისში თბილისის საოლქო სასამართლომ ოთხი მათგანი, მათ შორის ხანჩუკაევიც, გაათავისუფლა. თუმცა, ისინი კვლავ ციხეში რჩებოდნენ, რადგანაც ბრალად ედებოდათ 2002 წლის 4 ოქტომბერს ციხეში არეულობის ორგანიზება. ქართული მედიის ცნობით, სამ დანარჩენ ჩეჩენს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.


დაკავებულმა ჩეჩნებმა ციხეში ამბოხება მას შემდეგ მოაწყვეს, რაც მათი ხუთი თანამემამულე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა. ისინი ექსტრადიციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.


გასულ თებერვალს სასამართლომ კიდევ ორი ჩეჩენი – ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი გაათავისუფლა.


თუმცა, გათავისუფლებიდან ცოტა ხნის შემდეგ ორივე მათგანი სასწაულებრივად გაუჩინარდა. 19 თებერვალს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის სამართალდამცავებმა ორივე ჩეჩენი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაააკავა. ამ ინფორმაციამ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნების გატაცებასა და რუსული მხარისთვის გადაცემაში დაადანაშაულა. 


5 იანვარს გათავისუფლებული ასლან ხანჩუკაევის ნათესავებმა საქართველოს ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართეს თხოვნით თვალყური ადევნონ გათავისუფლებულ ჩეჩნებს, რადგანაც ისინი შიშობენ, რომ მათ “ფარულ ექსტრადიციას ექნება ადგილი“.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button