ახალი ამბები

კახა ბენდუქიძემ საპრივატიზაციო ნუსხა წარმოადგინა

ეკონომიკის სამინისტრომ დღეს საწარმოთა საპრივატიზაციო ნუსხა  წარმოადგინა, რომელშიც სულ 372 სახელმწიფო ობიექტია შესული. ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.
 
“ეს ის ობიექტებია, რომელთა პრივატიზება პირველ ეტაპზე – ორი წლის განმავლობაში მოხდება.  უფასოდ არაფერი არ გასხვისდება, დადგინდება ცალკეული ობიექტების საწყისი ფასი, შემდეგ კი მოხდება საჯაროდ, აუქციონის გზით მათი გაყიდვა“, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა ბენდუქიძემ.
 
მინისტრის ინფორმაციით, პრივატიზების მთავარი პირობა თითოეული ობიექტის ამუშავება და შემდეგ იქიდან ბიუჯეტში შემოსავლების მიღება იქნება.


“საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების საპრივატიზაციო პროცესში ჩართვის მიზნით სამინისტრო სპეციალურ ვიზიტებს გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში“, დასძინა კახა ბენდუქიძემ.
 
საპრივატიზაციო ნუსხაში შესულია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, საწარმო ჭიათურმანგანუმი, „თბილავიამშენი“, ცალკეული ენერგობიექტები და კულტურული დანიშნულების ობიექტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button