ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ბათუმის მოლაპარაკებების თაობაზე აცნობა

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი ბათუმიდან ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ. ბათუმში მათ 13 აპრილს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართეს მოლაპარაკებები.


„ჩვენ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ვაცნობეთ პრეზიდენტს. შემდგომი მოქმედების დეტალურ გეგმას ხვალ [14 აპრილს] განვიხილავთ“, – განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს.


პრემიერ-მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმიდან ხელცარიელნი დაბრუნდნენ, რადგანაც აბაშიძემ უარი განაცხადა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებაზე. ეს საკითხი მოლაპარაკებების მთავარ თემას წარმოადგენდა.

მსგავსი/Related

Back to top button