ახალი ამბები

კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების მიერ გადახდილმა თანხამ 20 მლნ ლარი შეადგინა

გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების  მხრიდან ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 20 მლნ ლარამდე შეადგინა. ამის შესახებ განცხადება დღეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
 
„ჩვენი პრინციპია, რომ კორუმპირებული მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ძარცვავდა ხალხს და აჩანაგებდა სახელმწიფო სიმდიდრეს არა მარტო გასამართლდეს, არამედ გახდეს იძულებული, რომ მოპარული უკან დაუბრუნოს სახელმწიფოს“ – განაცხადა დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
მისი თქმით, ყველა იმ პირმა, რომელმაც გადაიხადა მითვისებული თანხის გარკვეული რაოდენობა განთავისუფლდა წინასწარი პატიმრობისგან, თუმცა გამოძიება გრძელდება და საბოლოო განაჩენს დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ სასამართლო გამოიტანს.
 
გასულ კვირას ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შედეგად წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ შპს „სქართველოს რკინიგზის “ ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი, სატყეო მეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა მეფარიძე და საბითუმო ბაზრის დირექტორის მოადგილე იოსებ ნატროშვილი. 

მსგავსი/Related

Back to top button