ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს ხელმძღვანელობასთან დახმარების საკითხს განიხილავს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორი დონა დოისეტ კოიროლუ 3 დეკემბერს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს შეხვდა.

მხარეებმა იმ დახმარების საკითხი განიხილეს, რომელსაც მსოფლიო ბანკს საქართველოს გაუწევს.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგას.

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი მზად არის იმუშავოს ქვეყნის დროებით მთავრობასთან, რათა დახმარება გაუწიოს საქართველოს მოსახლეობას ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.       

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button