ახალი ამბები

მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი მონაცემები

(თბილისი, 3 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი მონაცემებით, სამგორის საარჩევნო ოლქში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში ჟვანიას გუნდის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ხმების 55%-ით ლიდერობს. მისმა კონკურენტმა, ახალი მემარჯვენეების წევრმა ლევან ჯაყელმა კი ხმების 11% მიიღო.

მცხეთაში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების სავარაუდოდ 62% მიიღო კანცელარიის რეგიონალური მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბადრი ხატიძემ, ხოლო კობა ბუჩუკურს კი ამომრჩეველთა მხოლოდ 11%-მა დაუჭირა მხარი. კობა ბუჩუკური ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერად მოიაზრება.&ნბსპ;

საგარეჯოში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება ხვდა ყოფილ გენერალურ პროკურორს ჯამლეტ ბაბილაშვილს, ხოლო გურჯაანში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა ნიკა კვეზერელმა მოიპოვა.

Back to top button