ახალი ამბები

არაოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტები ლიდერობენ

ტელეკონპანია რუსთავი 2-მა სოციოლოგიური კვლევის ორი ჯგუფის – გორბისა და აი-ფი-ემ-ის მიერ დაფიქსირებული არჩევნების სავარაუდო შედეგები გაავრცელა. არაოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობენ ნაციონალისტური მოძრაობა და ლეიბორისტები.

სავარაუდუდ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს “მოქალაქეთა კავშირმა”, “სოციალისტებმა” და სავარაუდოდ “აღორძინებამ”. 4%-იანი ბარიერის გადალახვა აუცილებელია იმისათვის, რათა პარტიას საკრებულოში წარმომადგენელი ჰყავდეს.

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი “გორბი”:
მოსახლეობის აქტივობა – 33.8%
ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი -18.44%
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 17%
ახალი მემარჯვენეები (ახლები) – 9.20%
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ჟვანიას გუნდი – 6.57%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 4.41%
აღორძინება – XXI საუკუნე – 2.89%
საქართველოს სოციალისტური პარტია – 1.51%
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 0.95%

სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი “აი-ფი-ემი”:
მოსახლეობის აქტივობა – 34%
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 23.6%
ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი -22.1%
ახალი მემარჯვენეები (ახლები) – 10.6%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 6.4%
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ჟვანიას გუნდი – 5.5%
აღორძინება – XXI საუკუნე – 4.2%
ერთობა – ჯ. პატიაშვილი, ალ. ჭაჭია – 2.8%
საქართველოს სოციალისტური პარტია – 1.6%
ეროვნულ დემოკრატიული პარტია – 1.4%
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 1%

სოციოლოგიური კვლევის ჯგუფების მონაცემები არაოფიციალურია. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ მონაცემებს დღეს გვიან ღამით გაავრცელებს.

მსგავსი/Related

Back to top button