ახალი ამბები

სამეგრელოში ხელმძღვანელი პირები გადადგნენ

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი ბერულავამ და ზუგდიდის რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა დანელიამ გადადგომის შესახებ დაწერეს განცხადებები.

გიორგი ბერულავას თქმით, გადადგომის მიზეზს არჩევნების დროს გამეფებული უკანონობა წარმოადგენს.

ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად ჩაიშალა. 20 საარჩევნო უბანში არჩევნები გაუქმებულია.

&ნბსპ;

მსგავსი/Related

Back to top button