ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია გალის რაიონში ქართველთა უფლებების დარღვევით

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დუგლას დევიდსონმა 6 თებერვალს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას “გალის რაიონში ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის დაუყოვნებელი გახსნის” წინადადება გამოთქვა.
 
“აფხაზეთთან მიმართებაში შემოვიფარგლები ღრმა მღელვარების გამოხატვით გალის რაიონში ქართული მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მივუერთდები მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლობა”, – თქვა დევიდსონმა.
 
საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია გალის რაიონში აფხაზური ძალების ქმედებებით ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველო სამშვიდობო ოპერაციის მთელს გალის რაიონზე გავრცელებას მოითხოვს, რათა გარანტირებული იქნას ქართული მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება მათ სახლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button