ახალი ამბები

საქართველო ნატო-ში მიილტვის

შევარდნაძემ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ალიანსში საქართველოს მიღების თაობაზე

22 ნოემბერს საქართველომ ნატო-ს ოფიციალური თხოვნით მიმართა ამ ორგანიზაციაში მიღების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, პრაღაში ნატოს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს. მოგვიანებით შევარდნაძე ნატოს გენერალურ მდივანს ჯორჯ რობერტსონს შეხვდა. საქართველო ოფიციალურ პასუხს შევარდნაძის მიერ გაკეთებულ განაცხადზე უახლოეს მომავალში ელის.

“ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიას ნიშნავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 21 ნოემბერს ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას პრაღაში, რადიო “თავისუფლების” შტაბბინაში. მისი თქმით, “ერთი ან ორი წელი საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდე. ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება”. შევარდნაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დაელოდოს, რომ “ნამდვილად გახდეს ნატო-ს წევრი”.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით შევარდნაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი პრობლემები ამ ურთიერთობებს ართულებს. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, რუსეთმა უნდა გაიყვანოს საქართველოდან თავისი ბაზები, როგორც ეს ეუთო-ს სტამბულის 1999 წლის შეთანხმებითაა განპირობებული.

ნატო-ც მოუწოდებს რუსეთს საქართველოდან ბაზების გაყვანისკენ. “ჩვენ მოვითხოვთ სტამბულის შეტანხმების დაუყოვნებლივ შესრულებას საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში”, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პრაღის დეკლარაციაში, რომელიც 2002 წლის 21 ნოემბერს მიიღეს.

რუსეთს არაფრის არ უნდა ეშინოდეს ნატო-ს გაფარტოებასთან დაკავშირებით, რადგან ალიანსი უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს მთელი რეგიონის სივრცეში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 18 ნოემბერს რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ნატოს გაფართოებასა და პრაღის სამიტთან დაკავშირებით, ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წევრების მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მცირე ქვეყნებია, “ალიანსს სასიცოცხლო ძალას შემატებს”. მან ასევე დასძინა, რომ “ამ ქვეყნებს შეუძლიათ ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, თავისუფლებისკენ მათი ლტოლვის ჩათვლით”.

ედუარდ შევარდნაძე არიარებს, რომ ამ დროისთვის საქართველო არ არის მზად ნატო-სი გასაწევრიანებლად. “მაგრამ ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტებს”, – აღნიშნა მან. მისი თქმით, იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, საქართველომ მრავალი პრობლემა უნდა გადალახოს და აღიდGინოს ტერიტორიული მთლიანობა.

ნატო მოუწოდებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, რომ იხელმძღვანელონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით, რომელსაც 1949 წლის 4 აპრილს მოეწერა ხელი ვაშინგტონში და რომელსიც განსაზღვრულია კანდიდატი ქვეყნის მიერ მისაღები ზომები ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოვებლად.

“ჩვენ ახალი პრაქტიკული მექანიზმები შემოვიღეთ, ისეთები, როგორიცაა პარტნიორების სამოქმედპ გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ყოველმხრივ და დიფერენცირებულ მიდგომას თანამშრომლობისადმი, და რომელიც ითვალისწინებს ამ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებზე მიმარტული ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ წავახალისებთ პარტნიორებს სტრატეგიული რეგიონების – კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვით, რომ გამოიყენონ ეს მექანიზმები თავიანთ ინტერესებში”, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური სამწოს 21 ნოემბრის დეკლარაციაში.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების თამახმად, ორგანიზაციის წევრობის კანდიდატები უნდა შეესაბამებოდნენ ზოგიერთ პარამეტრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. ეს ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო, ეთნიკური და საგარეო-ტერიტორიული კონფლიქტების მოწესრიგებას მშვიდობიანი გზით; კანონმდებლობის შესრულებისა და ადამიანის უფლელების დაცვისადმი მზადყოფნის დემონსტრირება; შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის დაწესება; განვთარებისა და კეთილდღეობის სტაბილურობა ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური სამართლიანობისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გზით.

ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ “წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად მხარი დაუჭირონ და განავითარონ საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი კოლექტიური სამხედრო დაგეგმარებისთვის საფუძვლის შესაქმნელად.

საქართველომ, რომლის შეიარაღებული ძალებიც დაფინანსებაში მუდმივ პრობლემებს განიცდის, მართლაც ბევრი უნდა გააკეთოს, რომ ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ უწყების ბიუჯეტმა სახელმწიფო ხაინიდან 11 მილიონი ლარი ვერ მიიღო მიმდინარე წელს. ამის გამო საქართველომ მონაწილეობა ვერ მიიღო ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში დაგეგმილ 24 ღონისძიებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button