ახალი ამბები

ხმების გადათვლა დაიწყო

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კატეგორიული მოთხოვნისა და ულტიმატულის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) 30 ივლისს თბილისის შაკრებულოს არჩევნების ხმათა გადათვლის პროცესი დაიწყო. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა როდესაც ამომრჩეველთა ხმებს გადაითვლიან.

თავდაპირველად მოხდება ცსკო-ს სარდაბში დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის – ოქმების ბიულეტინების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც უშუალოდ ხმების გადათვლა დაიწყება. ამ პროცესში ცსკო-ს წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი დამკვირვებლების სახით, რადგან ცსკო-სადმი ნდობა და მისი რეპუტაცია ამ უკანასკნელი არჩევნებისას საგრძნობლად დაეცა.

ცსკო ხმათა გადათვლაზე იძულებული გახდა მას შემდეგ რაც თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი, რომელიც თბილისის შაკრებულოს არჩევნებისას დაფიქსირებული უამრავი დარღვევის გამო ხმათა გადამოწმებას მოითხოვდა. შაკრებულოს არჩევნების გამო ეს ერთადერთი სასამართლო პროცესი არ არის. ამჟამადაც არსებულმა სხვადასხვა პარტიების სარჩელებმა შესაძლოა კვლავ შეცვლოს შაკრებულოს გარშემო არსებული ვითარება.

“ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” უზენას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილილ. პარტია არჩევნების შედეგების საერთოდ გაუქმებას მოითხოვს. “სახალხო პარტია” კი ცსკო-ს მიერ ხმათა გადათვლის პროცედურას ასაჩივრებას და პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოდის. ამ პარტიათაგან ვერცერთმა ვერ შეძლეს 4%-იანი ბარიერის გადალახვა და თბილისის საკრებულოში ადგილების მოპოვება.

პარლამენტის სპეციალური კომისსის სხდომაზე, რომელიც არჩევნებისას მომხდარ დარღვევებს იძიებს, სწორედ აღნიშნული სარჩელები მოიყვანა ჯუმბერ ლომინაძემ, ცსკო-ს თავმჯდომარემ მიზეზებად რის გამოც ვერ ხერხდებოდა ხმათა გადათვლის პროცედურის დაწყება. თუმცა კომისიის წევრებმა ეს მიზეზები არასაკმარისად მიიჩნიეს და ცსკო-ს ხმათა გადათვლის დაწყება კატეგორიულად მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურაში ცსკო-ს წევრების წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაიმუქრნენ.

ფინანსური პრობლემები კიდევ ერთი მიზეზი იყო, რაც ხმების რევიზიის დაწყებას უშლიდა ხელს, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ უკვე გადაურიცხა ცსკო-ს 65 ათასი ლარი, რაც ცსკო-ს წევრთა სახელფასო დავალიანებასა და სხვა ტექნიკურ ხარჯებს მოხმარდება.

ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იმის თქმა თუ რამდენ ხანში გაიდაითვლიან თბილისის 400-მდე საარჩევნო ოლქის ხმებს. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გასაბათილებელია ამომრჩეველთა ხმების 20%, მაშინ, კანონის თანახმად, თბილისში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მოვლენების ამგვარი განვითარება არ აწყობს არჩევნებში გამარჯვებულ ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხმათა გადათვლის პროცესის დაწყებას.

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა – დაუსრულებელმა სასამართლო პროცესებმა, ხმათა გადათვლის დაწყებამ, შეაფერხა ახალი საკრებულოს მუშაობის დაწყება, რომლის პირველი სხდომა ჯერ კიდევ 24 ინვისს უნდა გამართულიყო.   

მსგავსი/Related

Back to top button