ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ

უზენაესი სასამართლო და მისი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ცოტა ხნის წინ რეფორმატორებად წოდებული პოლიტიკური ჯგუფის სიმპატიებით სარგებლობდნენ. თუმცა, რთულია გაიგო უკანასკნელ დროს გაჩენილ დაპირისპირებას პოლიტიკოსების პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად, თუ უზენაესი სასამართლოს თავი მართლაც მოექცა ძველმოდური სისტემის გავლენის ქვეშ. 

25 ივნისს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის სარჩელი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი დაავალდებულა უარყოს “პატივისა და ღირსების შელმახველი ცნობა”, რომელიც მან პრესით გაავრცელა. კერძოდ კი, ბერძენიშვილმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი მოიპარა”.

ეს ერთ-ერთი პირველი პრეცენდენტთაგანია, როდესაც სასამართლოს ყოფილი ჩინოსანი იგებს, რაც შემაშფოთებელია იმ მხრივ, რომ ეს პრეცედენტი შესაძლოა მისაბაძ მაგალითად იქცეს სასამართლოს დაბალ ინსტანციებში და იგივე უზენაეს სასამართლოში.

გავრცელებული აზრის თანახმად, ჩხარტიშვილი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი იყო. სხვა მინისტრებთან ერთად მის გადადგომას 2 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი სტუდენტები ითხოვდნენ. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ვანო ჩხარტიშვილს კორუმპირებულობაში ბრალი პირდაპირ დასდო.

ჩხარტიშვილს არც სააკაშვილისთვის უჩივლია და არც იმ ხალხისთვის, მის გადადგომას რომ ითხოვდა. მხოლოდ ლევან ბერძენიშვილს მოსთხოვა ერთი მილიონი ლარის კომპენსაციის გადახდა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბერძენიშვილი ვალდებულია საჯაროდ უარყოს თავისი განცხადება, რომელიც “პატივისა და ღირსების შემლახველია”.

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის გიგა ბოკერიას განცხადებით, ჩხარტიშვილის სახელი იმდენად იყო დაკავშირებული კორუფციასა და უკანონობასთან, რომ ბერძენიშვილის განცხადებას არაფრით არ შეეძლო მისი რეპუტაცია შეელახა. თავისუფლების ინსტიტუტის აზრით, ჩხარტიშვილის სახელის გასუფთავება მხოლოდ ჩხარტიშვილის საქმიანობების გამოძიებას შეუძლია.

ჩხარტიშვილი მზად არის გამოძიებისთვის. ეს მან პრესას განუცხადა. ის მზად არის ყველადაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს ყველა საბუთი და მისი ფინანსური დაკუმენტაციის აუდიტი ჩაატაროს. მისი თქმით, თუ გამოძიებით დაინტერესებულ პირებს არ აქვთ საშუალება დააფინსონ აუდიტი, ის თავად გამოყოფს საჭირო ფინანსებს. ეს განცხადება ბევრმა ცინკურად მიიჩნია და არ გამორიცხა, რომ ნოემბრის მოვლენების შემდეგ მას თავისუფლად შეეძლო საკუთარი ქონება გაეთეთრებინა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუსრულებადს უწოდებს. “უზენაესი სასამართლოს მოთხოვნა შეუსრულებადია, რადგან ის აზროვნების შეცვლას ითხოვს. კი ბატონო, ვიტყვი, რომ ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი არ მოიპარა, მაგრამ ჩემს აზრს მაინც ვერ შევიცვლი”, ამბობს ის.

რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ამ კონკრეტულ საკითხს, აშკარაა, უზენაესი სასამართლო საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, უზენაესი სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ ღალატობს დემოკრატიის პრინციპებს. იგივე მოხდა “მოქალაქეთა კავშირის” შემთხვევაში, როდესაც უზენაესმა სასამართლომ პროშევარდნაძისტულ გუნდს უფლება მისცა არჩევნებში პარტიის სახელით მიეღო მონაწილოება, ოპოზიციურს კი – არა.

“უზენაესი სასამართლო სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მთვარ ინსტრუმენტად იქცა და ის ფაქტიურად აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატს წარმოადგენს”, აცხადებს ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.  თავისუფლების ინსტიტუტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს და ამბობს, რომ ჭანტურიამ უნდა გააკეთოს არჩევანი “ჩხარტიშვილსა… და დემოკრატიულ პრინციპებს შორის”.  

აშკარაა, რომ არსებულ ვითარებას სერიუზულად შეძლია დააზნიანოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეპუტაცია. მიუხედავად ამისა, მისმა თავმჯდომარემ ლადო ჭანტურიამ არავითარი კომენტარი არ გაუკეთა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას რამაც საზოგადოებას ეჭვის საფუძველი დაუტოვა.

“უზენაესი სასამართლოსა და მისი თავმჯდომარის პასუხი ამ ბრალდებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ჩვენი მხრიდან სხვა კომენტარის გაკეთება ბერძენიშვილისა და ჩხარტიშვილის საქმეზე ზედმეტია”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” უზენაესი სასამართლოს პრესმდივანმა ხათუნა ჩარკვიანმა.

ჯაბა დევდარიანი, სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button