
სამხედრო სავალდებულო სამსახურში ცვლილებები დამტკიცდა
(თბილისი, 22 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 21 ივნისს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ცვლილებების პროექტი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარუდგინა და რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 200 ლარის ოდენობით სამხედრო გადასახადიმელიც წვევანდელს სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადების საშუალებას აძლევს. თავდაცვის სამინისტროს გათვლით, ამ საშუალებით ყოველწლიურად სამინისტროში 16 მილიონი ლარი შევა. კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან სამუდამოდ თავის არიდებას არ გულისხმობს. 26 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქე მამაკაცი ვალდებული იქნება გაიაროს 6 ან 12 თვიანი სამხედრო მომზადება. არსებული კანონმდებლობის თანახმად, 18 წლის ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში იმსახუროს. თუმცა, სამხედრო
სავალდებული სამსახურიდან თავის დაღწევის შემთხვევები იმდენად მრავალია, რომ ჯარში მყოფთა რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.