
ქაოტური ადგილობრივი არჩევნები საეჭვო შედეგებით მთავრდება
ჯაბა დევდარიანი, გადმობეჭდილია Eurasia Insight-იდან 4 ივნისის საღამოს, ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ (ცესკო), რომელიც განიცდიდა მძიმე ზეწოლას მოწინავე პოლიტიკოსების მხრდინა, განაცხადა რომ თბილისში მოხდებოდა ხმების ხელმეორედ დათვლა (მოგვიანებით ცესკო-მ ეს გადაწყვეტილება შეცვალა). შევარდნაძის უმთავრესმა მოწინააღმდეგეებმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრიეს მიხელი სააკაშვილის ჩათვლით, ბრალი დასდეს მთავრობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში. არჩევნებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული პაექრობა თბილისის საკრებულოს გარშემო ხდებოდა. ცესკო-ს ცნობით არჩევნებში 4%-იანი ბარიერი შვიდმა პარტიამ გადალახა და მათ შეუძლიათ საკრებულოში ადგილების მოპოვება. ეს შედეგები დასაწყისს მისცემენ ახალ პოლიტიკურ ბრძოლას. არჩევნების შედეგებში პირველ ადგილზეა ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილის მეთაურობით. ამ პარტიამ ხმების 25,5% დააგროვა. შემდეგ ადგილზეა მიხელი სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ხმების 23,7 პროცენტით. მესამე ადგილზე არიან მემარჯვენე ცენტრისტული ახალი მემარჯვენეები. ზურაბ ჟვანიამ და მისმა რეფორმატორებმა, რომლებიც ქრისტიან-კონსერვატორთა პარტიის სახელით გამოდიოდნენ ხმების 7,4% მიიღეს. დანარჩენი სამი პარტია, რომლებმაც თბილისის საკრებულოში ადგილები მოიპოვეს არიან: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, აღორძინება და ერთობა. მრავალრიცხვოვანი დარღვევები არჩევნების შედეგების საიმედოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად მოხდა, რომ საარჩევნო უბნები არ გაიხსნა დროულად, რის გამოც ყველაზე აქტიური ადრე მოსული ამომრჩევლები უკან გაბრუნდნენ. გარდა ამისა, ცესკო-მ ვერ შეძლო შესაბამისად მოემზადებინა ადგილობრივი საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის “შენი არჩევანი – შენი მომავალი’ წევრი ირინა ცინცაძე აღნიშნავს, ბევრმა თავმჯდომარემ არ იცოდა ისეთი ელემენტარული პორცედურა, როგორიცაა საარჩევნო ბიულეტენის დამოწმება, რამაც გამოიწვია ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაუქმება. დამკვირვებლები თბილისში დაფიქსირებული მრავალი დარღვევის მიზეზად ასევე ასახელებენ არასაკმარის მომზადებას არჩევნებისათვის. საარჩევნო სიებიდან მთელი საცხოვრებელი კორპუსები იყო გამოტოვებული, რამაც გამოიწვია ამამორჩევლების პორტესტები და პარტიების მიერ ერთმანეთის დადანაშაულება ხმების გაყალბებაში. პარტიებმა დააფიქსირეს ბიულეტენების გაყალბების, არაკანონიერი საარჩევნო პროპაგანდისა და ‘კარუსელის’ მოქმედების შემთხვევები. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს ამომრჩეველს რამოდენიმეჯერ მისცეს ხმა სხვადასხვა ადგილას. თუმცა, ყველაზე აღმაშფოთებელი ინციდენტი იყო უცნობი შეიარაღებული პირების თავდასხმა მანქანაზე, რომელსაც მიჰქონდა ბიულეტენები რუსთავში. თავდამსხმელებმა ბიულეტენები გაიტაცეს, რის შედეგადაც რუსთავში არჩევნები აღარ შედგა. არჩევნები ასევე ჩაიშალა ზუგდიდში, სადაც საარჩევნო ბიულეტენები საერთოდ არ ჩაიტანეს (ამ ქალაქებში არჩევნები 9 ივვნისს ტარდება). მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების სამართლიანობა ეჭვის ქვეშაა, მრავალი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა გამოააშკარავეს შევარდნაძისა და მთავრობისადმი მოსახლებოსი უკმაყოფილება. ყველა პარტია, რომელმაც ადგილი მოიპოვა თბილისის საკრებულოში, შევარდნაძის ოპოზიციაშია. პრო-პრეზიდენტულმა “მოქალაქეთა კავშირმა” პრეზიდენტის ფავორიტის ლევან მამალაძის ხელმძღვანელობით კი ვერ შეძლო 4%-იანი ბარიერის გადალახვა. არჩევნების შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ჟვანიას ქრისტიან-კონსერვატორები შევარდნაძის ხელისუფლების პოტენციურად ძლიერი პოლიტიკური ოპონენტები არიან. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილსა და ჟვანიას ხალხის მხარდაჭერის განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშესაბამისი ბაზა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ძალის ბლოკს საპარლამენტო არჩევნებში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. 3 ივნისს სააკაშვილმა და ჟვანიამ წინა დღის არჩევნების გაუქმებისა და არჩევნების ხელმეორედ დანიშნვნა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს არჩევნების ჩაშლისათვის შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა. არჩევნების წინ მრავალი პოლიტიკოსი და დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ თბილისის საკრებულოში არჩევნები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია იქნებოდა. მაგრამ, ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საკამოდ ბევრმა ექსპერტმა ეს თვალსაზრისი შიეცვალა. ლეიბორისტული პარტია, მრავალი დამკვირვებლის აზრით, საკმაოდ არაორგანიზებულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. თუ არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა, პოლიტიკური ბრძოლა თბილისის საკრებულოს კონტროლისათვის გარდაუვალი იქნება. არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები ყველაზე დიდი მეტოქეები იყვნენ. ნაციონალური მოძრაობა ეცდება ალიანსის შექმნას ჟვანიას ქრისტიან-კონსერვატორებთან. ახალი მემარჯვენეები კი, სავარაუდოდ, ლეიბორისტებთან დააპირებენ კოალიციის შექმნას. 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები ურთიერთგამომრიცხავია. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებისას უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ “არასაკმარისმა მომზადებამ [არჩევნებისათვის] საერთოდ გააბათილა სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი”. ასეთმა არჩევნებმა საკმაოდ შეარყია პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკური პრესტიჟი.