
ახალი ამბები
ლეიბორისტები ხმების გადათვლის წინააღმდეგნი არიან
(თბილისი, 5 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგია, რომლის თანახმადაც 2 ივნისს ჩატარებული არჩევნების ბიულეტენების ხელახალი დათვლა უნდა მოხდეს.
როგორც 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნათელაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სააკაშვილი და ჟვანია შევარდნაძის მოკავშირეები არიან.
სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ, ჟვანიას გუნდმა, მრეწველებმა და სოციალისტებმა თბილისის საარჩევნო ბიულეტენების თავიდან დათვლა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა.
წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტები პირველ ადგილზე გავიდნენ არჩევნების შედეგად, ნაციონალური მოძრაობა კი – მეორეზე.