ახალი ამბები

ამომრჩეველთა ხმებს ხელახლა დაითვლიან

(თბილისი, 4 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ხელახლა მოხდეს თბილისის ყველა საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა.

ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურა ჯერ დადგენილი არ არის. ეს ერთი დღის ვადაში ცსკ-ს იურიუდიულმა სამსახურმა უნდა განსაზღვროს.

ხმების გადათვლას მხარი ყველ წამყვანმა პარტიამ დაუჭირა, გარდა ლეიბორისტებისა, რომლებიც წინასწარი მონაცემებით ადგილობრივ არჩევნებში ლიდერობენ.  

Back to top button