
მაჟორიტარული არჩევნები წინასწარი მონაცემები
(თბილისი, 3 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი მონაცემებით, სამგორის საარჩევნო ოლქში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში ჟვანიას გუნდის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ხმების 55%-ით ლიდერობს. მისმა კონკურენტმა, ახალი მემარჯვენეების წევრმა ლევან ჯაყელმა კი ხმების 11% მიიღო. მცხეთაში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების სავარაუდოდ 62% მიიღო კანცელარიის რეგიონალური მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბადრი ხატიძემ, ხოლო კობა ბუჩუკურს კი ამომრჩეველთა მხოლოდ 11%-მა დაუჭირა მხარი. კობა ბუჩუკური ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერად მოიაზრება. საგარეჯოში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება ხვდა ყოფილ გენერალურ პროკურორს ჯამლეტ ბაბილაშვილს, ხოლო გურჯაანში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა ნიკა კვეზერელმა მოიპოვა.