
ახალი ამბები
სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 2 ივნისს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ‘ნაციონალური მოძრაობის’ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’-ის ეთერში განაცხდა, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი სოციოლოგიური ჯგუფების მიერ გაკეთებული გამოკითხვების მიუხედავად, რომლის თანახმად, ‘ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი’ ლიდერობს, სააკაშვილის მომხრეები არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ცნობას არ აპირებენ.
3 ივნისს 16:00 სააკაშვილი კანცელარიის წინ მიტინგის მოწყობას აპირებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.