ახალი ამბები

ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრები დაითხოვეს

(თბილისი, 3 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე გუშინ, 2 მაისს თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მიზეზი ამ წლის ბიუჯეტის პირველი თვეების გეგმის ჩავარდნა იყო.

სავარაუდოდ, ეს ორი სამინისტრო გაერთიანდება და მას სათავეში ჩაუდგება ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე მირიან გოგიაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ზურაბ ნოღაიდელი პრეზიდენტმა შევარდნაძემ და კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკრიტიკეს და მას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არასამთავრობო სექტორზე გაცემული გრანტების გაკონტროლება მოსთხოვეს.

ნოღაიდელი ამ მოთხოვნას კატეგორიული უარით შეხვდა. 1 მაისს მან განაცხადა, რომ გრანტებზე კონტროლის დაწესების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებდა.

მსგავსი/Related

Back to top button