ახალი ამბები

სამეულის სამიტი ტრაბზონში

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ლიდერები თანამშრომლობას აღრმავებენ

ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხრივი, ორდღიანი სამიტი ტრაბზონში 30 მაისს.

ხელშეკრულებას ხელი სამი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს, ხოლო 29 მაისს ხელშეკრულების დეტალები აზერბაიჯაინის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სამმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს.

“სამიტი არ ისახავდა მიზნად კოალიციის შექმნას. ეს შეხვედრა არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის გზების ძიება, რომელიც რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად,” განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბაკო-თბილისი-ჯეიხანის ნავთბსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების უსაფრთხოების საკითხები სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი იყო. სამივე ქვეყნის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოების გარანტიები ძირითადია ამ სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ ენერგოპროექტების უსაფრთხეობის ასპექტებზე დაკავშირებით კვლავაც გაგრძელდება კონსულტაციები და პროტოკოლს ამ საკითხზე უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

თურქი და ქართველი სამართალდამცველები ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ღონისძიებებზე უკვე შეთანხმდნენ. როგორც “თურქიშ დაილი ნიუსი” იტყობინება, თურუქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსტუმ ქაზიმ იუჩელერმა თავის ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე, რომლებიც დახმარებას უწევენ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.

“ორი ფონდი და ერთი ასოციაცია მოქმედებას საქართველოში, რომლებიც დახმარებას უწევენ ქურთ ტერორისტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა მე განიცხადა, რომ იგი აუცილებლად მოაგვარებს პრობლებას, როგორც კი საქართველოში დაბრუნდება,” განაცხადა 29 მაისს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსტუმ ქაზიმ იუჩელერმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტრო ჯერ-ჯერობით არ აცხადებს თუ რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი, თუმცა როგორც სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა “ტრაბზონში ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს დახმარებას ტერორისტურლი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ მხრივ საქართველოს მხრიდან მუშაობა დაწყებული იქნება.”

აზერბაიჯანის თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სამხრივი შეხვედრების გარდა გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და თურქეთის პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერს შორის გამართული შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა მიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყველა ღონეს იხმარს, რათა ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობინ გზით მოგვარებას. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კმაყოფილება გამოთქვა თურქეთის მხრიდან აფხაზეთის პრობლემისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო.

სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართოს.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button