ახალი ამბები

კონტროლის პალატის თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს

(თბილისი, 2 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს პრეზიდენტის ბრძანებულების შეუსრულებისთვის აკრიტიკებს.

2 მაისს, პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ Fფინანსთა სამინისტრომ კონტროლის პალატის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

მოლაშვილის თქმით, ზურაბ ნოღაიდელი კანონისა და პრეზიდენტის ბრზანებულების მიუხედავად, საბიუჯეტო სახსრებს თავის შეხედულებისამებრ განკარგავს.
1 მაისს იგივე მიზეზით ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმაც გააკრიტიკა.

მსგავსი/Related

Back to top button