ახალი ამბები

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდნენ

(თბილისი, 2 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ჯგუფის ჩამოსვლისთვის ტექნიკურ ბაზას ამზადებენ, 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

ამერიკელ სამხედროთა განაცხადებით, ქართული ანტიტერორისტული შენაერთების მომზადება ივნის-აგვისტოში მოხდება.

მათივე თქმით, ისინი მხოლოდ ქართველ ჯარისკაცებს გაწრთვნიან და ქვეყნის შინაგან საქმეებში არ ჩაერევიან. ამერიკელები ასევე არ აპირებენ მონაწილეობას პანკისის ხეობაში დაგეგმილ ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

მსგავსი/Related

Back to top button