ახალი ამბები

დეპუტატთა ნაწილი ანტიკორუფციული კანონის გამკაცრებას მოითხოვს

(თბილისი, 2 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატთა ერთი ჯგუფი მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად “კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ” კანონში შესწორებების შეტანასა და მის გამკაცრებას მოითხოვს.

დეპუტატებმზა გია ბარამიძემ (“მოქალაქეთა კავშირი”) და ვახტანგ ხმალაძემ (ფრაქცია “მრეწველები”) დღეს გამართულ ბირიფინგზე განაცხადეს, რომ შესწორებების თამახმად, ახლო ნათესავები არ შეიძლება ერთდროულად იმყოფებოდნენ მაღალ თანამდებობაზე.

საქართველოს ანტიკორუფციულმა საბჭომ მოიწონა ინიციატივა და პარლამენტს მისი მიღებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარლამენტში შესწორებების “გატანა” საკმაოდ რთული იქნება და მისი მიღების წინააღმდეგ ბევრი სახელმწიფო მოხელე გამოვა.  

განიხილება თუ არა საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 16 მაისს ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბუჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე გენერალური პროკურორის მოადგილეა. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ბიწაძის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მოითხოვენ, რომ თანამდებობა ან ბურჯანაძემ, ან მისმა მეუღლემ დატოვოს.

მსგავსი/Related

Back to top button